მეთიუ მილერის განცხადება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას“, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, განიხილავენ თუ არა სანქციებს ან რაიმე ზომების მიღებას ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიმართ, რაზეც მილერმა უპასუხა, რომ ის სანქციების შესახებ განცხადებას არ გააკეთებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსა და ქართულ კანონპროექტს შორის შინაარსობრივი განსხვავებაა.