მეთიუ მილერის განცხადება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან, – ასეთია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის შეფასება. მეთიუ მილერს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა: ხედავს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში?“ პასუხად მილერმა განაცხადა, რომ იმავე შეფასების გაკეთება შეუძლია, რაც წინა პრესკონფერენციაზე.