მეთიუ მილერის განცხადება - გამოხმაურება

წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვხედავთ, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერს ასევე დაუსვეს შეკითხვა, – „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა კრემლის მიერ ინსპირირებული ახალი პროექტი, რომელიც მონაცემთა ბაზის შექმნას ემსახურება, რაიმე კონკრეტული პროცესი, როგორ შეიყვანენ მონაცემებს ბაზაში, არ დაუსახელებიათ. საიდან მოდის ეს?“ – რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მას შეფასება არ აქვს.

მილერის განცხადებას „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.