„მძინარე სილამაზეები, მოდის გამოღვიძება“ – ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმმა „მეტ გალას“ უმასპინძლა. მოდის სფეროს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა და მოდის სახლების მიერ შექმნილი თემატური კოსტიუმები – ტრადიციად ქცეულ კოსტიუმირებულ საღამოზე გამორჩეული ჩაცმულობით საზოგადოებას თავი არაერთმა ვარსკვლავმა დაამახსოვრა.
წითელ ხალიჩაზე მრავლად იყვენ ვარსკვლავები, რომლებიც ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილ სამოსს ატარებდნენ. ღონისძიების პარალელურად, მეტროპოლიტენის მუზეუმის წინ პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა აქცია გამართეს.