დემნა გვასალია „ვეტმანს“ ტოვებს

უკვე რამდენიმე დღეა, მსოფლიოს წამყვანი გამოცემების მთავარი თემა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქართველი დიზაინერის გადაწყვეტილებაა. დემნა გვასალია მის მიერ შექმნილ გავლენიან მოდის ბრენდს – „ვეტმანს“ ტოვებს.

დემნა გვასალია, რომელმაც საკუთარი კოლექციებით მოდის სფეროში ერთგვარი გარღვევა მოახდინა, ძმასთან ერთად ხუთი წლის წინ შექმნილ მოდის სახლში საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს.

გურამ გვასალია „ვეტმანში“ რჩება, დემნა გვასალია კი „ბალენსიაგას“ მოდის სახლში შემოქმედებით ხელმძღვანელად აგრძელებს მუშაობას.

თათია ბუხრაშვილი გვეტყვის, როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია დიზაინერს, რომელმაც კოლექციებში სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან ერთად, საქართველოს ოკუპაციის თემატიკაც ფართოდ გამოიყენა.