დემნა გვასალიას ახალი კოლექცია

საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქართველი დიზაინერი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

დემნა გვასალიას “ვეტმანის” 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია დილიდან ყველა ცნობილი მოდური გამოცემის მთავარი თემაა.

აფხაზეთის ომის პერიოდში და 90-იან წლებში საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობა დიზაინერმა ახალ კოლექციაში წარწერების და სიმბოლოების საშუალებით ასახა.

მინდოდა საკუთარი ისტორიის, საკუთარი ამბის მოთხრობა. რომ შემეძლოს წარსულში დაბრუნება, ეს ჩემი პირველი კოლექცია იქნებოდა” – ამბობს გვასალია, რომელმაც ჩვენებისთვის მოდელები სპეციალურად საქართველოდან მიიწვია და საკუთარი სამოსით ქვეყნის უახლესი ისტორიის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას გაუსვა ხაზი.

სენსიტიურ კოლექციას გვანცა გიორგაძე გაგაცნობთ.