პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი გრძელდება.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ღირსების მედლით მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერი ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია დააჯილდოვა. გუშინ კი სალომე ზურაბიშვილმა ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები, სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა. ჯილდოები მათ შთამომავლებს გადაეცათ.