2018 წლის კულტურული მოვლენები

ახლა კი გადავავლოთ თვალი, როგორი იყო 2018 წელი ხელოვანების ცხოვრებაში. ყველაზე დასამახსოვრებელი გარი ოლდმანის პირველი ოსკარი და “სოთბის” ხმაურიანი და სკანდალური აუქციონი იყო.

მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, რომლის ჩვენებამაც განსაკუთრებული ემოცია და სიამაყე თანამემამულეებში გამოიწვია. გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მკვეთრად გამოხატული ქართული იდენტობით გამოირჩეოდა.

2018 წლის მსოფლიო მოვლენებს კულტურის სფეროში „მოამბე” მთელი წლის განმავლობაში აშუქებდა – თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი.