მესტიაში, აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებიან
ამ წუთებში, მესტიის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მესტია ჭალაჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდება.
სავარაუდოდ, მხარეებს შორის დღეს მორიგი მოლაპარაკება გაიმართება.
შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და აქციის მონაწილეებს შორის გუშინ უშედეგოდ დასრულდა.
მინისტრის მოადგილეს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
აქცია მესტიაში ისევ გრძელდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მშენებლობის ადგილზე ტექნიკას არ შეუშვებენ.