აქცია მესტიაში

ამ წუთებში მესტიის ცენტრში აქცია იწყება.

სეტის მოედანზე მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა თემის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი ჰესების მშენებლობის შეჩერებას და ადგილობრივებისთვის ოქროს მოპოვების უფლების გადაცემას ითხოვენ.

აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი საპროტესტო აქციებით და მანიფესტაციებით იმუქრებიან.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები და ეკოლოგები უერთდებიან.