ჰესების მშენებლობა

სვანეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მოსახლეობა ამჯერად მესტია-ჭალაჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. გეგმის მიხედვით, 50-მეგავატიანი ჰესის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ ენერგეტიკული ობიექტი ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებს და ღვარცოფულ პროცესებს გაააქტიურებს.

მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, მესტიის მცხოვრებლები რადიკალური ზომებით იმუქრებიან.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, რა კვლევები ჩატარდა სადავო ჰესის მშენებლობის ნებართვის მიღებამდე.