თბილისში „მესტია-ჭალაჰესის“ მშენებლობა გააპროტესტეს

მესტია-ჭალაჰესის“ მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან.

გარემოსდამცველებისა და სვანეთის მოსახლეობის ნაწილი მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვს და ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობას ქვეყნის ეკოლოგიაზე უნდა ეზრუნა და უარი უნდა ეთქვა მასშტაბურ სამუშაოებზე.

აქციის მონაწილეების თქმით, „მესტია-ჭალაჰესის“ პროექტი უკანონოდ დამტკიცდა და დოკუმენტების შესწავლამდე სამუშაოები კომპანიამ არ უნდა გააგრძელოს. ისინი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, შეისწავლონ ოფიციალური დოკუმენტაცია და დაადგინონ, ადგილი აქვს თუ არა გადაცდომას. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე კი აქციის მონაწილეები სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ.