აქცია მესტიაში

მეორე დღეა, მესტიაში აქციას მართავენ სასტუმროებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეები. მესტიის შესასვლელში ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზა დილიდან მანქანებით არის გადაკეტილი. აქციის მონაწილეები მხოლოდ მედპერსონალსა და პაციენტებს ატარებენ.

აქციის მონაწილეები სესხების შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ტურიზმიდან შემოსავალი აღარ აქვთ, ბანკები კი თანხას ითხოვენ. მთავრობამ სესხები ექვსი თვით გადაავადა, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ გაორმაგებული გადასახადები მოუვიდათ და დგანან იმ საფრთხის წინაშე, რომ ბანკები მათ სასტუმროებს და სახლებს წაართმევს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის  თქმით, აქციის მონაწილეებს გუშინვე შესთავაზეს სამი პირის შერჩევა, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციაში მათ ინტერესებს წარმოადგენს, თუმცა ისინი ამ დრომდე არ შეურჩევიათ.

დატოვე კომენტარი