ხვალ, 25 აპრილს, დილის 8-დან 20 საათამდე, ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს; ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ კი, ავტობუსები სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან გავა;
საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ „დელისიდან“; ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ კი, ტრანსპორტი მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან იმოძრავებს. რაც შეეხება ველის სასაფლაოსკენ მიმავალ ავტობუსს, ტრანსპორტი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან იმოძრავებს.