რატომ განუვითარდა ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი.
მსჯავრდებული ყოფილი მინისტრის ადვოკატები საქართველოში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას გეგავენ. მათი განცხადებით, მერაბიშვილისთვის ჩატარებული კვლევების შემდეგ კონსილიუმმა სინდრომის მიზეზი ვერ დაადგინა. მათივე თქმით, ამ ეტაპზე მერაბიშვილს არ უტარდება მკურნალობა. მერაბიშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო მსჯავრდებულისთვის ემკურნალა და თუ ამას ვერ ახერხებენ, აუცილებელია მკურნალბის შესაძლებლობა დაცვის მხარეს ჰქონდეს.
მერაბიშვილის ადვოკატებს უკვე უპასუხეს პენიტენციურ სამსახურში. უწყებაში ამბობენ, რომ მსჯავრდებულის მკურნალობაში დაცვის მხარის მიერ მიწვეული სპეციალისტების ჩართვა შესაძლებელია.