ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ემიგრირებული 1500 მიგრანტი მექსიკის სამხრეთით, ოახაკა დე ხუარესის შტატში დეპორტაციას ელოდება.
მიგრანტები მექსიკის გავლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას გეგმავდნენ. მას შემდეგ, რაც ამერიკის სასაზღვრო დაცვისთვის ცნობილი გახდა, რომ 1500-ზე მეტი მიგრანტი ცენტრალური ამერიკიდან ტეხასი-მექსიკის საზღვარზე გადასვლას ცდილობდა, დონალდ ტრამპმა მექსიკის მთავრობის მისამართით მწვავე განცხადება გაავრცელა. მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მიგრანტების შესვლა უნდა შეწყდეს.