დეპორტირებულთა სტატისტიკა

2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან საქართველოს 352 მოქალაქე გააძევეს. ასეთ მონაცემებს აქვეყნებენ მედია ჯგუფის „ფუნკე“ გამოცემები. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით გერმანიიდან 5 613 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დეპორტირებულთა რაოდენობა 6 235 იყო. ამავე ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში გერმანიიდან საქართველოს 352 მოქალაქე გააძევეს. გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების რიცხვი მცირდება.

ევროკავშირის საზღვრის დაცვის უწყების ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ეს რიცხვი 27%-ითაა შემცირებული.