თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის საქმე

თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამ დროისთვის საემიგრაციო სამსახურში იმყოფება. თურქული მედიის ინფორმაციით, მას საქართველოში გადმოიყვანენ. გადაწყვეტილება თურქულმა სასამართლომ გუშინ საღამოს მიიღო. დეპორტაცია სირიის კიდევ ცხრა მოქალაქეს ემუქრება, რომლებიც ასევე ქალაქ იზმირში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს.

მათ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი ედებათ ბრალი. ჩხრეკისას ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკები, არალიცენზირებული იარაღი, ფული და დოკუმენტები. იზმირში დაკავებული საქართველოს მოქალაქე თურქეთში უნივერსიტეტში სწავლობდა და არსებული ინფორმაციით, ის ბათუმში ცხოვრობდა.