მექსიკაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

მექსიკაში სტიქიური უბედურების ზონაში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 14 ადამიანი.

უბედური შემთხვევა ოახაკის შტატში მოხდა, რომელსაც მანამდე ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს. როგორც ირკვევა, ვერტმფრენი იმ ავტომობილს დაეცა, რომელშიც სტიქიის შედეგად დაზარალებულები იმყოფებოდნენ.

მსხვერპლთა შორის არის ექვსი თვის ბავშვი, ასევე გარდაცვლილია 9 ქალი და 4 მამაკაცი. თვითმხილველების ცნობით, მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქს სტიქიის შედეგად ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსხვერპლთა იდენტიფიცირება გრძელდება.