მელორ ვაჩნაძის ადმინისტრაციული ბრალდების საქმეს სასამართლო 27 მარტს განიხილავს

მელორ ვაჩნაძის ადმინისტრაციული ბრალდების საქმეს სასამართლო 27 მარტს განიხილავს.

მელორ ვაჩნაძე გუშინ დააკავეს, როდესაც ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, „ქართული მარშის” წევრის, სანდრო ბრეგაძის მოსანახულებლად მივიდა. ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის აიყვანეს. რაც შეეხება „ქართული მარშის“ იმ წევრებს, რომლებიც სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს, მათი ადვოკატები ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ.

„ქართული მარშის“ წევრები „რუსთავი2“-თან გუშინწინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მათ ოფიციალურად ბრალს ხვალ წარუდგენენ. სავარაუდოდ, ხვალვე იმსჯელებს სასამართლო მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე.