დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა 2006 წლის ციხის ბუნტის დროს – მეგის ქარდავა ზედა ინსტანციის სასამართლომაც დამნაშავედ სცნო.
სასჯელაღსრულების დაწესებულების მაშინდელი მაღალჩინოსნის მიმართ 10 წლის წინ გამოტანილი ვერდიქტი ძალაში დარჩა. 2013 წლის განაჩენს მსჯავრდებულის დაცვის მხარე ასაჩივრებდა. გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული პატიმრების საკმაოდ მძიმე ჩვენებები დევს. ამავე საქმეზე 2013 წელს ქარდავასთან ერთად დამნაშავეებად სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც გამოცხადდნენ, მათ შორის უწყების მაშინდელი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია. მრავალწლიანი ძებნის შემდეგ საქართველოში 2021 წელს უკრაინიდან ექსტრადირებული და არაერთ მძიმე საქმეზე ბრალდებული ექს-მაღალჩინოსანი სასამართლო პროცესებს უნდობლობას უცხადებს და სამართლებრივი დავის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგრძელებას გეგმავს.