ცხრა წლის შემდეგ ქართული მართლმსაჯულების წინაშე სავარაუდოდ, კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი წარდგება.
ცოტა ხნის წინ კიევში გამართულ სასამართლო პროცესზე მეგის ქარდავას ადვოკატის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ნიშნავს, რომ ქარდავას ექსტრადირების ბრძანება ძალაში შედის. ადვოკატი ძალოვანი უწყებების ექს-მაღალჩინოსნის ექსტრადიციას ორი კვირის ვადაში ელოდება. ციხის ბუნტის, სერგო თეთრაძის წამების, ნავთლუღის სპეცოპერაციის და ე.წ. კასრების საქმეები მხოლოდ ნაწილია იმ საქმეებიდან, რაზეც თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალი თანამდებობის პირს დაუსწრებლად პატიმრობები აქვს მისჯილი. 11 სექტემბერს დაკავებული ქარდავა სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. რეზონანსული ფიგურანტი და 2013 წლიდან ძებნილი ქარდავა, ისევე როგორც ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ მისი ექსტრადირება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია.
გიორგი კობერიძე ესაუბრა მეგის ქარდავას უკრაინელ ადვოკატს.