თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000 ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 24 617 ადამიანი, სირიაში კი 3 575, მათ შორის 2 167 ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაშავებულია ათობით ათასი პირი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა, – ამის შესახებ თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურში განაცხადეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყანაში 2 356 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე, ძლიერი ბიძგები 6 თებერვლის დილის 4 საათისათვის დაფიქსირდა, რამდენიმე საათში მას მეორე გამანადგურებელი მიწისძვრა მოჰყვა.
გაერო-ს მონაცემებით, საერთო ჯამში, სირიასა და თურქეთში 870 000 ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.