მედიკოსების პროტესტი

დილიდან გაიფიცნენ ვაზისუბანში მდებარე მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის მედპერსონალი და ადმინისტრაციის თანამშრომლები. დასაქმებულების განცხადებით, ცენტრს უკვე წლებია ბევრი პრობლემა დაუგროვდა, მათ შორის არ აქვთ სათანადო შრომითი პირობები, დროულად ვერ იღებენ კუთვნილ ანაზღაურებას. პასუხისმგებლობას კლინიკის ადმინისტრაციას აკისრებენ და მათი პრობლემების დროულ მოგავრებას ითხოვენ. კლინიკის მთავარი ექიმი ვახტანგ ჭედია კი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ცენტრში დასაქმებულების ნაწილის მიმართ, შესაძლოა, რამდენიმეთვიანი დავალიანება არსებობდეს.