მედიკამენტების ზღვრული ფასები

ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარზე.

აფთიაქებს 15 თებერვლამდე აქვთ ვადა იმისთვის, რომ ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები დაწიონ. ახალი რეგულაციის მიხედვით, წამლის განსაზღვრულ ფასზე უფრო ძვირად გაყიდვა იკრძალება. ჯანდაცვის სამინისტრომ კონკრეტული მედიკამენტების ფასებზე ზედა ზღვარი უკვე დაადგინა და სიაც გამოაქვეყნა. ახალი დაანგარიშებით, ფასები თითქმის 40%-ით არის დაწეული. პრეტენზიების შემთხვევაში უწყება ფარმაცევტულ კომპანიებს სპეციალურ საბჭოსთან ამისამართებს. რეფორმის მიზანი წამლების გაიაფება და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. გეგმის თანახმად, ეტაპობრივად ახალი რეგულაცია სხვა მედიკამენტებზეც გავრცელდება.