ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფო გარკვეული სახის მედიკამენტებზე ზედა ზღვარს უწესებს.
საუბარია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებზე, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში შედის. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების მონიტორინგს 2023 წლიდან დაიწყებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ფარმაცევტულ ბაზარზე ფასებს დაარეგულირებს. შესაბამისად, მომავალი წლიდან ფარმაცევტული კომპანიების მედიკამენტების ღირებულებას თვითნებურად ვეღარ გაზრდიან. მიზანი ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეების ინტერესების დაცვაა. სამომავლოდ ჯანდაცვის უწყება აპირებს ფასების რეგულირება სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გაავრცელოს.