მედიკამენტების ბაზრის მონიტორინგი

საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შემდეგ, კონკურენციის სააგენტო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ელოდება. დღეს გამართულ კონფერენციაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ იმ რეკომენდაციების პაკეტზეც ისაუბრა, რომელიც სააგენტომ მოამზადა და რომელზე დაყრდნობითაც რეგულაციების პაკეტი უნდა შემუშავდეს. რატომაა მომგებიანი თურქეთიდან იმპორტის დაშვება და რას მოიცავს რეკომენდაციების პაკეტი?