საქართველოში დეზინფორმაციის მასშტაბების ზრდასა და ფაქტების გადამოწმებასთან დაკავშირებით, პროექტ „მედიაწიგნიერების“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და პროექტის ინიციატორებმა ისაუბრეს „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში საშინაო, თუ საგარეო ძალების მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ამბებისა და პროპაგანდის შესახებ, რამაც საგრძნობლად შეამცირა ნდობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვაქცინაციის პროცესებზე. პროექტი „მედიაწიგნიერება“ ჩეხეთის მთავრობისა და „იუესაიდი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა.