„აღქმისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ – ამ თემაზე კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიამ ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში, ფსიქოლოგ რუსუდან გორგილაძესთან ერთად იმუშავეს.
ტრენინგზე ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლების მაგალითზე, ახალი ამბების მიწოდების გზებზე, პროპაგანდის მეთოდების გამოყენების ფორმებსა და „ფეიკ ნიუსების“ გამოყენების შემთხვევებზე ისაუბრეს.