„მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული“

„მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის“ ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, შემაჯამებელი კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრის ფარგლებში, მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროექტები უნდა შეფასდეს.

კონფერენცია მოიცავს პენალურ დისკუსიებსაც – განიხილება პოლარიზებულ მედიაგარემოში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, თუ როგორ ებრძვის მაუწყებელი დეზინფორმაციას – რაზეც საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი, გიორგი გვიმრაძე ისაუბრებს.