„მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის“ ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, შემაჯამებელი კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრის ფარგლებში, მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროექტები უნდა შეფასდეს.
კონფერენცია მოიცავს პენალურ დისკუსიებსაც – განიხილება პოლარიზებულ მედიაგარემოში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, თუ როგორ ებრძვის მაუწყებელი დეზინფორმაციას – რაზეც საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი, გიორგი გვიმრაძე ისაუბრებს.