მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი მოიწვია. ამერიკელმა პროფესორმა რენე ჰობსმა სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.

ისაუბრეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში. იმსჯელეს ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე. საჯარო ლექციის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ, პროფესორისთვის კითხვები დაესვათ.