მედიაწიგნიერება

მედიის ეკონომიკის კურსს საქართველოს სკოლებში გაივლიან.

კურსის ფარგლებში მოხდება ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების გაცნობა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პირადი ინფორმაციის დაცვის ასპექტებზე, კიბერბულინგსა და ინტერნეტში არსებულ სხვა საფრთხეებზე, რომლის საბოლოო მიზანი  მოსწავლეებში მედიაწიგნიერების გაზრდაა. შესაბამისი ტრენინგები მასწავლებლებისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ორგანიზებით ტარდება. ტრენინგს ცნობილი იტალიელი ტრენერი, ალექსანდრა ფალკონი ატარებს.