მედიაციის ინსტიტუტი იქმნება  

სამოქალაქო და ბიზნეს დავების გადაწყვეტაზე მომავალში სასამართლოს ნაცვლად კერძო მედიატორები იზრუნებენ.

თუ მთავრობის მიერ მომზადებული კანონ-პროექტი საპარლამენტო მხარდაჭერას მიიღებს, ქვეყანაში მედიაციის ინსტიტუტი შეიქმნება. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეების ნაცვლად სწორედ მედიატორებს მოუწევთ ქონებასთან, მემკვიდრეობის უფლებასთან, საბანკო ორგანიზაციებთან თუ ბიზნესთან დაკავშირებული დავების განხილვა. ინიციატივის მომხრეები კანონპ-პროექტის მთავარ დადებით მხარედ დროის და ფინანსების ეკონომიკას მიიჩნევენ. სწორედ გაჭიანურებული სასამართლო პროცესები იყო ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც ბიზნეს თუ სხვა ტიპის სამოქალაქო დავის მონაწილეები ჩიოდნენ.