„მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“, – პროექტის აქტივობები დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამეს. პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა პანელური დისკუსია. პროექტი 2018 წელს „იუ-ეს-აიდმა“ დაიწყო. საერთო ჯამში, თუშეთში განხორციელებულმა ინვესტიციამ 600 000 ლარი შეადგინა. შედეგად თუშეთში 45, ახმეტის მუნიციპალიტეტში კი 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.