მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა

კარანტინია გამოცხადებული მცხეთის სამედიცინო ცენტრში. ცენტრის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, კარანტინი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.

კლინიკაში გადაადგილება მაქსიმალურად შეზღუდულია. დავით ლოლაძის განმარტებით, მომართვიანობა მაღალია.

ამ წუთებში მცხეთის სამედიცინო ცენტრში მწვავე რესპირატორული გამოვლინებებით და კლინიკური ნიშნებით 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. სამი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.