კორონავირუსით გარდაცვალების 54 შემთხვევა 

საქართველოში ეპიდემიური ვითარება უკიდურესად გართულდა – ბოლო 24 საათში კორონავირუსი 54 ადამიანის სიკვდილის მიზეზია, გამოვლინდა ინფიცირების 5 700-მდე ახალი შემთხვევა. მსგავსი მაჩვენებლები ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა.

რეანიმაციულ განყოფილებებში ექიმები ამ ეტაპზე სამასამდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ეპიდვითარება ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობს. ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი ადგილები იწურება. კლინიკები ახალი პაციენტების მიღებას ვეღარ ახერხებენ.

როგორია ამ ფონზე ჯანდაცვის სექტორის გეგმა, ექიმების რჩევები და მოწოდებები – თამარ ნადარეიშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს.