ვაქცინაციის პროცესი კახეთში

კახეთის სოფლებში მოსახლეობის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების მიზნით, მობილური ამცრელი ჯგუფები ჩავიდნენ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფიროსმანში და სამთაწყაროში ვაქცინაციის ჩატარების სურვილი რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა გამოთქვა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობას მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება, რათა შორ მანძილზე, მუნიციპალურ ცენტრებში წაუსვლელად, სოფლებში შეძლონ ვაქცინაციის ჩატარება.

დატოვე კომენტარი