მცხეთის პოლიციაში ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი მცხეთის პოლიციაში იმყოფებიან.

ამ წუთებში მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

მოამბე დღეს ლევან ქუტაშვილის დედასაც ესაუბრა.