არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის პასუხს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან

საქართველოს ხელისუფლების მიმართვასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყების პასუხს პრემიერი-მინისტრი ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთის პასუხში შეიძლება ბევრი რამ არ იყოს მისაღები, მაგრამ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის.

პრემიერის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ასეთი სივრცის შესაქმნელად და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოიტანს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკვე მოყვა შეფასებები.

თამარ წიკლაური თემის დეტალებით.

დატოვე კომენტარი