დაკავებულების გათავისუფლება

მცხეთის პოლიციაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული საქართველოს 5 მოქალაქე გამოკითხეს.

პოლიციის შენობის დატოვებისას, ჟურნალისტებს ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, ვახტანგ გუბელაძემ განუცხადა, რომ დაკავების შემდეგ რუსმა სამხედროებმა თავდაპირველად რუსულ სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, შემდეგ კი სამი დღე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ფიზიკურ ან სიტყვიერ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

როგორც გათავისუფლებულები აცხადებენ, მათი დაკავება ყელიწადის ტბაზე მას შემდეგ მოხდა, რაც გზა აებნათ.

გათავისუფლებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.