ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს კიდევ ერთხელ გამოკითხავენ

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულმა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი გუშინ საღამოს დატოვეს. ისინი უკვე სახლებში იმყოფებიან. მათ დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხავენ. მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, მცხეთის პოლიციაში მივიდნენ, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდნენ.

ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის შენობა ღამის პირველ საათზე დატოვეს. ისინი გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ქუტაშვილს და პავლიაშვილს პოლიციის შენობასთან ოჯახის წევრები ელოდნენ, რის შემდეგაც ისინი საკუთარ სახლებში წავიდნენ. მათ მცხეთის პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვეს.

დატოვე კომენტარი