მცხეთის პოლიციაში გამოკითხვა გრძელდება

მცხეთის პოლიციაში, 18 ივნისის წვეულების მასპინძლის, ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს. ის გამოკითხვაზე ადვოკატებთან ერთად მივიდა. ერთ-ერთი უფებადამცველის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოლიციაში დაბარება, არ ეხება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას და გაბეჩავა მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე იკითხება. საჩივარი გაბეჩავას მიმართ შესაძლო ბულინგსა და ზეწოლას შეეხება.