დოკუმენტი, რომელმაც ექვსწლიანი მორატორიუმი შესაძლოა დაასრულოს.
იწყება მცხეთის განაშენიანების გენერალური გეგმის კონცეფციის განხილვა. მისი დამტკიცების შემთხვევაში ისტორიულ ქალაქში სამშენებლო სამუშაოებზე დაწესებული აკრძალვები გაუქმდება. როგორ უნდა დაიგეგმოს და წარიმართოს მშენებლობები ისე, რომ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს საფრთხე არ შეექმნას, რისი საშიშროებაც იუნესკომ ერთხელ უკვე დაინახა. ამხანაგობა „აქოლისიმის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვაში დარგის სპეციალისტებთან ერთად მოსახლეობაც ჩაერთვება. კონცეფციის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა.