მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - წლის საუკეთესო პედაგოგი ნინო ფსუტური გახდა

წლის საუკეთესო პედაგოგი, გორის №8 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა.

ხუთი ფინალისტიდან საუკეთესო, რამდენიმე წუთის წინ გამოვლინდა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. ნომინანტებიდან ერთი თბილისის, ოცი კი რეგიონების სკოლების მასწავლებელები იყვნენ. ჯილდოსთან ერთად გამარჯვებული ფულად პრიზსაც მიიღებს 15 ათასი ლარის ოდენობით.

უკვე მეშვიდედ საქართველო, პედაგოგის მსოფლიო დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიით აღნიშნავს.