ჩხოროწყუში, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლიდან დაიწყო 2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ რიგით მეოთხე კონკურსი.
საორგანიზაციო ჯგუფმა შეკრებილებს 2020 წლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ეტაპები, კონკურსის პირობების და სიახლეები გააცნო. ღონისძიებას ჟიურის წევრები, პროექტის მხარდამჭერები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, საუკეთესო ათეულის წევრები და ადგილობრივი მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზეც ილაპარაკეს.