წესით, რაც უფრო უკეთესად მუშაობს ადამიანი, მით უკეთეს ანაზღაურებას უნდა იღებდეს. ფაქტია, რომ ჯერჯერობით, მასწავლებლების შრომა მათი კვალიფიკაციის შესაბამისად არ ანაზღაურდება. ამიტომაც, საზოგადოება თავის პროფესიაზე და მოსწავლეებზე ფანატიკურად შეყვარებული მასწავლებლების იმედად რჩება.
ბავშვების სიყვარული არის თუ არა საკმარისი მოტივაცია საიმისოდ, რომ სკოლამ საუკეთესო კადრები დააინტერესოს, ან კარიერული წინსვლის და ანაზღაურების არსებული სქემა რამდენად მიმზიდველს ხდის მასწავლებლის პროფესიას, – ამ კითხვაზე დღეს მკაფიო პასუხი არ არსებობს. მით უმეტეს, რომ სქემა ჯერ სრულყოფილად არ მუშაობს, რის მიზეზებზეც გენო ოსიყმაშვილი გვიამბობს.