მასობრივი ტესტირება ალავერდის ეპარქიაში. შობის სადღესასწაულო მსახურებამდე რამდენიმე საათით ადრე სასულიერო პირებს, სტიქაროსნებს და მრევლს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ამისთვის ადგილზე სპეციალურად ჩავიდნენ. ალავერდელი მიტროპოლიტი, დავითის გადაწყვეტილებით, საშობაო ალილოც შეცვლილი ფორმით, ახალი წესებით და მრევლის გარეშე ჩატარდება. მეუფის განმარტებით, მსვლელობაში მონაწილეობას მხოლოდ სასულიერო პირები და სტიქაროსნები მიიღებენ.