მართლმსაჯულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გრძელდება
რა ჩაითვლება მოსამართლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად და როგორი უნდა იყოს მასზე რეაგირება, – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, მოსამართლეებზე ზეწოლის საფრთხეზე საუბრობენ და ამის თავიდან აცილების მიზნით, ცვლილებების არსებულ პროექტში გარკვეული პუნქტების დაზუსტებას მოითხოვენ.
მართლმსაჯულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა აზრთა სხვადასხვაობისა და კრიტიკის ფონზე გრძელდება.