მართლმსაჯულების რეფორმა

რა სახით უნდა გატარდეს ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა. კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა ე.წ. ვეთინგის სისტემასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს სასამართლოს რეფორმირების ალბანურ მოდელს სთავაზობს, რაც „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია. უმრავლესობა ე.წ. ვეთინგ სისტემას არ ემხრობა და ქართულ მართლმსაჯულებაში უცხოელთა ჩართულობის საჭიროებას ვერ ხედავს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის მიზანი სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის მოპოვებაა. სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის ერთადერთ გზად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. ვეთინგის სისტემის დანერგვა დაასახელა. პარტიის ინიციატივით, მოსამართლეთა საქმიანობა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა უნდა შეაფასოს.